თეგი: მაიკლ კარპენტერი

მაიკლ კარპენტერი: დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს და უკრაინის დასაახლოებლად

„საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები კვლავ ცოცხალია“ და დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან მათ დასაახლოებლად, რადგან ამის ალტერნატივა ისეთი სამყაროა, სადაც „ვინც ძლიერია, მართალიც ის არის და ქვეყნების მომავალს ტანკები, ჭურვები და ჯარისკაცები წყვეტენ“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ელჩის შეფასებით, თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ამისთვის აშშ მზად არის. იქნება თუ არა უკრაინაში ომი, მაიკლ კარპენტერი პასუხობს: „ვფიქრობ, რისკი ძალიან რეალურია, რადგან ვხედავთ რუსული დანაყოფების თვითნებურ, უპრეცედენტო, აუხსნელ და ერთობ მასშტაბურ მობილიზებას უკრაინისა და ახლა უკვე ბელარუსის საზღვარზე. ლაპარაკია არა უბრალოდ ათიათასობით ჯარისკაცზე, არამედ აღჭურვილობასა და იმ ლოგისტიკაზე, რაც მასშტაბური სამხედრო ინტერვენციისთვის შეიძლება გჭირდებოდეს მეზობელ ქვეყანაში. და ვფიქრობ, არც თქვენ და არც თქვენს მკითხველს შეხსენება არ გჭირდებათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი 2008 წლის აგვისტოში, როცა თქვენს საზღვართან რუსეთი „კავკაზის“ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებდა - ეს წვრთნები საქართველოში რუსული დანაყოფების შემოსაყვანად გამოიყენეს, და მრავალი წლის შემდეგაც, დღემდე, ისინი საქართველოში რჩებიან“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი.  მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს უნდა შევხედოთ და არა სიტყვებს. „ჩვენი თვალით ვნახეთ და კარგად გვახსოვს 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წელს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში კი დღემდე გრძელდება, რუსული დანაყოფების, რუსული აღჭურვილობის, არტილერიისა და ტანკების წყალობით, რასაც ყოველდღიურად ეწირება უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ასე რომ, დიახ, [კრემლის] სიტყვებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას - მე იმას ვუყურებ, რა ხდება ადგილზე, და ის, რაც ხდება, დიდ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან ახლა მეორე წერილს ითხოვენ, სადაც დასავლეთმა უნდა ახსნას, რატომ არღვევს 1999 წელს ეუთოს ეგიდით მიღებულ სტამბოლის დეკლარაციის დებულებას უსაფრთხოების განუყოფელობის შესახებ. როგორი იქნება დასავლეთის პასუხი? მაიკლ კარპენტერმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ დასავლეთმა დისკუსია და დიპლომატია უნდა გააგრძელოს. „ეს პოზიტიური სიგნალია. ასე რომ, თუ რუსებს უნდათ, უსაფრთხოების განუყოფელობასა და იმ ვალდებულებებზე ვისაუბროთ, რომელიც ეუთოს წევრმა ქვეყნებმა საკუთარ თავზე აიღეს, მე ვიტყოდი - რატომაც არა, დიდი სიამოვნებით, მოდი, ვისაუბროთ ამაზე. ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს სათქმელი ეუთოს იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთმა არ შეასრულა. თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ჩვენ მზად ვართ. რატომაც არა - ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთი სახელმწიფო მეორის უსაფრთხოებას ძირს არ უნდა უთხრიდეს და შემდეგ შევხედოთ, რას აკეთებს რუსეთი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს მიწაზე და ამის საპირწონედ, რას აკეთებს NATO“. მაიკლ კარპენტერის თქმით, კრიზისმა შეიძლება გააჩინოს გადაუდებლობის კიდევ უფრო ძლიერი გრძნობა [საქართველოსა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით]. „რათა ვიხილოთ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“. ავფიქრობ, ამის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ მიმდინარე კრიზისის მოგვარების შემდეგ. კარგი იქნება, მოსკოვიც თუ ჰკითხავს საკუთარ თავს - რატომაა, რომ მისი ამდენი მეზობელი ისწრაფვის, NATO-ს, თავდაცვითი ალიანსის წევრი გახდეს? ვფიქრობ, პასუხი არცთუ ისე ძნელი მისახვედრია“, - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო).

მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთმა უპრეცედენტო ძალა განათავსა უკრაინის საზღვართან, ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ელჩის თქმით, რუსეთი კბილებამდე შეიარაღებულია. აშშ-მ რუსეთს ორი არჩევანი შესთავაზა - „დიპლომატიის და დიალოგის“, ან „მასიური შედეგების“ გზა. გუშინ და დღეს მოლაპარაკებები ერთდროულად ვაშინგტონში, მოსკოვსა და შემდეგ უკვე კიევში გაიმართა. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა გზას აირჩევს რუსეთი? ამ შეკითხვით Europetime-მა ეუთოში (OSCE) აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს მაიკლ კარპენტერს მიმართა.  „რუსეთმა მოაგროვა უპრეცედენტო ძალა უკრაინის საზღვართან ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ის კბილებამდე შეიარაღებულია. მას აქვს ყველაფერი - არტილერია, საბრძოლო შვეულმფრენები, საბრძოლო თვითმფრინავები და ყველანაირი საშუალება, რომელიც მზადაა, შეტევისთვის, ბრძანების გაცემის შემთხვევაში.  ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კრემლისთვის არჩევანი მკვეთრი გავხადეთ. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მიერ არჩეულ გზას, რომელიც არის დიპლომატიის და დიალოგის გზა, მათ შორის აქ, ეუთოში, NATO-ში და ასევე - ორმხრივად. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა შეშფოთება, რომლის განხილვაც რუსეთს სურს მაგიდასთან.მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენც ვაპირებთ ჩვენი შეშფოთებების წამოჭრას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ეს საუბარი გულწრფელად და ღიად წარიმართოს. მეორე მხრივ, თუ რუსეთი აირჩევს სამხედრო ესკალაციის გზას - ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ასე იქნება - მაშინ ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ მასიური და უპრეცედენტო ზომები. „ჩვენ“-ში ვგულისხმობ არამხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ დიდ შვიდეულს, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, NATO-ს, ისევე როგორც ევროპულ საბჭოს, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია შეერთებულ შტატებთან. ასე რომ, არჩევანი პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააკეთოს, მე ვერ გეტყვით, რა არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.  ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება რას სთავაზობს NATO რუსეთს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს

ეუთოში აშშ-ის ელჩი: რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული

რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი არ დასწრებია. „ჩვენი შეფასებით, რუსეთს სავარაუდოდ უკრაინაში და მის გარშემო მობილიზებული ჰყავს 169 ათასიდან 190 ათასამდე სამხედრო, შედარებისთვის, 30 იანვართან შედარებით, როდესაც მათი რაოდენობა 100 ათასამდე იყო“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ამასთან, ეუთოში აშშ-ის ელჩის თქმით, ეს ევროპაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მობილიზებაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.

ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი უკრაინაში ომის გამო, რუსეთის გარდა ბელორუსის პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს. მაიკ კარპენტერი აღნიშნავს, რომ აშშ-ს იმთავითვე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჰქონდა შეკითხვები ბელორუსთან, თუმცა მინსკის გამუდმებით ცრუობდა. „ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მაიკლ კარპენტერი: აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას შეეცდება მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, ბელორუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ოპერაციების ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა. ბელორუსმა ასევე განათავსა საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო ნაწილები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, საწვრთნელ პოლიგონებზე, იუწყება ბრიტანული დაზვერვა. „საზღვრის მახლობლად ბელორუსის ძალების არსებობა, სავარაუდოდ, უკრაინულ ჯარებს შეზღუდავს, ამიტომ, ისინი ვერ განლაგდებიან დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად, მაგრამ დღემდე, ბელორუსის ძალები უშუალოდ არ იყვნენ ჩართული კონფლიქტში“, - აღნიშნულია დაზვერვის ცნობებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. კარპენტერის თქმით, რუსეთს კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა სურდა, რაც მოკსოვმა ვერ განახორციელა, ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლებების დაშლა განიზრახა, მათ შორის ე,წ. რეფერენდუმების ჩატარებით. მაიკლ კარპენტერმა საერთაშორისო მედიის შეკითხვებს ვრცლად უპასუხა. „ჩვენ კონკრეტულად ვამახვილებთ ყურადღებას ჰერსონზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც რუსები შეეცდებიან, განათავსონ საკუთარი მარიონეტული მმართველი სტრუქტურები, მოახდინონ ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, რაც აშკარად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს იქნება ომის დანაშაული. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ცხადია, რუსეთი ცდილობს სხვის დადანაშაულებას. რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს არავინ ემუქრება. რუსეთი თავის მშვიდ მეზობელს ათიათასობით საბრძოლო ჯარით დაესხა თავს. ვინ არის აქ აგრესორი? ვინ არის ის, ვინც ახორციელებს ამ სამხედრო დანაშაულებს და სისასტიკეს? პასუხი აშკარაა. ასე რომ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, ვფიქრობ, აშკარაა დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა“, - განაცხადა კარპენტერმა. მისივე თმქმით, რეალობა ისაა, რომ რუსეთმა დააწესა მარიონეტული რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსეთის ქრთამებზე და მოაწყო „სახალხო საბჭოები“, ყალბი კონსტიტუციების შესაქმნელად. „ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ“, - აღნიშნავს კარპენტერი. ამავე თემაზე მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე

კარპენტერი: „ნაცისტი“ რუსეთში ნიშნავს ნებისმიერ უკრაინელს, რომელიც ომს მხარს არ უჭერს

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინელების განადგურების სურვილის შესახებ განცხადებებში რუსეთის პოლიტიკის ნამდვილი მიზანი უკრაინის მიმართ მკაფიოდ გამოხატა. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა მაიკლ კარპენტერმა ხუთშაბათს, 9 ივნისს, ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამერიკელმა დიპლომატმა დაამატა, რომ კრემლი წინ უძღვის გეგმას, რომელიც მედვედევმა აშკარად ჩამოაყალიბა. „ენა, რომლითაც რუსეთის წარმომადგენლები საუბრობენ, მათ შორის ამ საბჭოში, აშკარად ემთხვევა რუსეთის ძალების მოქმედებებს ადგილზე. მართლაც, სიტყვა „ნაცისტი“ რუსულ ოფიციალურ ენაზე უბრალოდ ნიშნავს ნებისმიერ უკრაინელს, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა კარპენტერმა. აშშ-ის ელჩმა გააკრიტიკა რუსეთის დელეგაცია ეუთოში და ტყუილში დაადანაშულა, მათ შორის რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და ომის დანაშაულების უარყოფა. „აქ ყველამ იცის, რომ ბუჩა და ბოროდიანკა, მარიუპოლი და ხერსონი ისტორიაში დარჩებიან, როგორც ომის ენით აუწერელი დანაშაულების ადგილები“, - განაცხადა კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერი: ტრაგედია მოხდა უკრაინაში. იმედი მაქვს, $3 მილიარდიანი დახმარება კიევში მალე იქნება

ამერიკის ელჩი ეუთოში მაიკლ კარპენტერი დნიპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. „ტრაგედია მოხდა დნიპროპეტროვსკში. იმედი მაქვს, 3 მილიარდი დოლარი უკრაინამდე მალე მიაღწევს“, - წერს კარპენტერი Twitter-ზე შეგახსენებთ, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცენტრალურ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.

მაიკლ კარპენტერი: ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საუკეთესოდ მათ ინტერესებს

დემოკრატიული პროცესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საუკეთესოდ მათ ინტერესებს, -ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოში ჩემი მრავალი ვიზიტიდან ცხადია ჩემთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას. ეს მისწრაფება საჯარო ხდება სხვადასხვა ქართველი ლიდერისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ეს ასევე არის ურყევი მისწრაფება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, ხელისუფლებაში მყოფი პარტია მიჰყვება თუ არა ამ მისწრაფებას მთელი ენერგიით, როგორც ეს მოსახლეობას სურს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში.  მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც საქართველოს წინა ხელისუფლებებთან, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის პარტნიორობა, დემოკრატიებს შორის პარტნიორობა, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.  „რაც შეეხება NATO-ს კონტექსტში არსებულ საკითხს, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, გამოეყენებინა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რათა წინ წაეწია თავდაცვის მიმართულებით არსებული რეფორმები. ხელისუფლებაში არსებული ნებისმიერი ძალის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, ასრულებენ თუ არა მათ მიერ დასახულ მიზნებს პროგრესით. რაც შემიძლია ვთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან არსებულ ძლიერ პარტნიორობას ამ ხელისუფლების პირობებში და შემდგომი ხელისუფლებების პირობებში, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის პარტნიორობა, დემოკრატიებს შორის პარტნიორობა, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერი: რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებას. „ახლა თქვენი ქვეყანა უპრეცედენტო ვითარების წინაშეა - როდესაც არამხოლოდ თქვენი ქვეყნის ორი რეგიონია ოკუპირებული, არამედ, გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად, რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადთან უწევს გამკლავება“. კარპენტერის თქმით, თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გადაჭრის ამ საკითხს, თავისი ეროვნული უსაფრთხობიდან გამომდინარე“. „რა თქმა უნდა, რუსეთის აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობები. ის ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ამ შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერი: საქართველო უპრეცედენტო ვითარების წინაშეა

„ვიზიარებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შესვლის გამო. თითოეულმა ქვეყანამ გაადწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, რუსეთის აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობები. ის ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ამ შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები

აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს. შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის დახმარებას, რათა კიევმა დაიცვას თავი და გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებილი ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები კარპენტერის თქმით, ეს არის რუსეთის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, რითაც ადგილზე ვითარების შეცვლა სურდა, თუმცა რეალურად, მოსკოვი ამით ვერაფერს შეცვლის. „ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი, გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. უკრაინელებმა გაათავისუფლეს ათასობით კვადრატული ტერიტორია და ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. მისივე თქმით, ეს არის რუსეთის იმპერიულ მიზნებზე დაფუძნებული ომი, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის ელჩი ეუთოში: ჩვენი მიზანია, უკრაინამ სრულად აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მაიკლ კარპენტერის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მიერ ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. „თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე. შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ამავე ბრიფინგიდან მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები

აშშ მოწოდებულია, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე მართლაც გამოვდიოდი გაფრთხილებით ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში, ასევე, მედიასთან სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის მაისის დასაწყისში, რომ რუსეთი აპირებდა ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მისი ძალები აკონტროლებდნენ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ იმ მკაფიო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება შეერთებული შტატების ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციას, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გეგმები კონკრეტული გზით ვითარდება. გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც ადრე ვთქვი, მე ამას რეფერენდუმებს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს არ არის რეფერენდუმი. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები და მეტი არაფერი. კენჭისყრის კანონიერების საფუძვლიანად განხილვაც კი უბრალოდ სასაცილოა. ცხადია, ეს სიყალბეა. შედეგი წინასწარ ცნობილია, ეს ნამდვილად არ არის ხმის მიცემა, ეს პროცესი იარაღის ლულის ფონზე მიმდინარეობს. ეს ხდება ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გააძევეს სახლებიდან, საშინელი ე.წ. ფილტრაციის ბანაკების გავლით, სადაც მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგიც აწამეს და შემდეგ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში გადაასახლეს. ასე რომ, ამ პროპაგანდისტულ ტრიუკებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, აბსოლუტურად, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს არის რუსეთის მიერ გატარებული „სასოწარკვეთილი ზომა“, რათა შეეცადოს ადგილზე შეცვალოს ფაქტები, მაგრამ სინამდვილეში, ეს არაფრის ცვლის.   ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე. მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მაიკლ კარპენტერი: კრემლის იმპერიული მიზნები საფრთხეა თითოეული ჩვენგანისთვის და არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სუვერენული ერების არსებობას უარყოფს, ის უკრაინასა და ბელორუსს იმპერიული რუსეთის ნაწილებად მიიჩნევს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. „კრემლის მცდელობა, უარყოს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობა, მისი ტერიტორიის ძალით წართმევა და მისი ხალხის კრემლის იმპერიული მმართველობას დაქვემდებარება, საფრთხეა თითოეული ჩვენგანისთვის და არამხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის”, - განაცხადა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ღიად და არაერთხელ გამოხატა რწმენა, რომ უკრაინული და ბელორუსული იდენტობა რუსული კულტურის მიღმა არ არსებობს. გასულ წელს გამოქვეყნებულ თავის პროპაგანდისტულ სტატიაში პრეზიდენტმა პუტინმა უბრალოდ უარყო, რომ ამ ერებს აქვთ ცალკეული ისტორიები, კულტურები, ენები და იდენტობები. „უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი ერი და ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ის ასე დარჩეს. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბელორუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, რომელსაც აქვს საამაყო ისტორია და ასევე თავისი მდიდარი კულტურა“, - განაცხადა კარპენტერმა.  

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია - მაიკლ კარპენტერი

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის ელჩის, მაიკლ კარპენტერის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მხარდაჭერას აგრძელებს. კარპენტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. „თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ იმ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით, რომლებიც ვნახეთ. მაგალითად, წარდგენა კანონმდებლობისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უცხოელი აგენტის სტატუსს მიანიჭებდა, რაც  შემდგომში გაუქმდა. ვიცი, რომ შეერთებული შტატები ჩვენს ბევრ ევროპელ პარტნიორთან ერთად, ღრმად იყო შეწუხებული ამგვარი კანონმდებლობის ნახვით, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, მრავალი თვალსაზრისით ასახავდა რუსეთის კანონმდებლობას. ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით მისი წარდგენის გამო. არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებიც შემაშფოთებელია. თქვენ ახსენეთ ზოგიერთი მათგანი - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე, მედიასთან დაკავშირებული საკითხი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ დემოკრატია და ხელი შევუწყოთ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი. სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვაპირებთ, გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველა ამ საკითხზე საგნობრივი საუბარი მაქვს ეუთოში, ჩემს ქართველ კოლეგასთან“, -  განაცხადა კარპენტერმა მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.    ქართველი ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა „საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებს“ და იმას, თუ რამდენად საზიანოა ეს ევროინტეგრაციის გზაზე. ამასთან ერთად, ჟურნალისტი დაინტერესდა კარპენტერის პოზიციით ექსპრეზიდენტ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით.  

რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში ათობით Patriot-ის სისტემა უკვე განადგურებულია, მაგრამ სიცრუე რეალობას არ ცვლის - კარპენტერი

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, უკრაინაში ათობით ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემა PATRIOT-ი უკვე „განადგურდა“, მაგრამ ეს ტყუილი ადგილზე არ შეცვლის რეალობას – უკრაინა დღითიდღე ძლიერდება. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. კრემლმა უნდა იგრძნოს, რომ ტალღა იცვლება, რადგან ის კიდევ უფრო უაზრო ტყუილებს ავრცელებს საკუთარ მოსახლეობაში. რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებად მედიას რომ დაუჯეროთ, მაშინ იფიქრებთ, რომ რუსულმა რაკეტებმა გაანადგურეს რამდენიმე ათეული PATRIOT-ის სისტემა უკრაინაში. მაგრამ ტყუილი არ ცვლის რეალობას ადგილზე, და რეალობა ის არის, რომ უკრაინა დღითიდღე ძლიერდება“, - განაცხადა კარპენტერმა. მისივე თქმით, აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.  

მაიკლ კარპენტერი: „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს

საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ სამიტს მასპინძლობს. შეხვედრა ქალაქ ჯიდაში იმართება, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და 40-მდე ქვეყნის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლები ესწრებიან. მათ შორის, ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, მექსიკის, ჩილესა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებიც არიან. სამიტზე მიწვეული არ არის რუსეთი. მოლაპარაკებები საუდის არაბეთში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. განიხილავენ უკრაინის 10-პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას. კარპენტერის თქმით, მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს სხვა თვალით უყურებენ. „ვფიქრობ, რაც დრო გადის, ქვეყნების მზარდი რაოდენობისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს არის იმპერიული დაპყრობითი ომი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დისკუსიაში რეგიონის გარეთ მყოფი სხვადასხვა ქვეყნის ჩართვა. და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც საუდის არაბეთის წარმომადგენლები აკეთებენ ამ შეხვედრის მასპინძლობით,“ - აღნიშნა კარპენტერმა. კარპენტერის შეფასებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტი ქვეყანა იქნება „სკეპტიკურად განწყობილი რუსული დეზინფორმაციის მიმართ“. მაგალითად, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა მოიყვანა რუსეთ-აფრიკის ბოლო სამიტი, სადაც არცთუ ისე ბევრი აფრიკელი ლიდერი ჩავიდა, მაგრამ ისინი, ვინც ესწრებოდნენ, პირდაპირ აკრიტიკებდნენ რუსეთის ქმედებებს“. „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის ცალმხრივი გასვლის შემდეგ, „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანა სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განზრახვებს“. ისინი ხედავენ, რომ რუსეთი იქ ძალიან ცინიკურ თამაშს თამაშობს, სურსათზე ფასების ზრდის შედეგად რეკორდულ მოგებას იღებს. ვგულისხმობ იმას, რომ ხორბლის ფასი 17%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისინი (რუსები - რედ.) გამოვიდნენ შეთანხმებიდან,“ განაცხადა მაიკლ კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ სამიტზე, ჩინეთი ევრაზიის საკითხებში სპეცწარმომადგენელს გზავნის  

მაიკლ კარპენტერი: ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის გაღრმავებასთან ერთად. „მსურს გიპასუხოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების პერსპექტივიდან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. ეს საქართველოს დემოკრატიულობის გაღრმავებასთან ერთად, არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიისგან ოქტომბერში ანგარიში არის მოსალოდნელი და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, ახლა არის დრო, როცა ადამიანი იფიქრებდა, რომ ხელისუფლება გააორმაგებდა ძალისხმევას, რომ ყველა ქვა იქნებოდა გადაბრუნებული, შესაძლებლობების ამ ფანჯარაში გასასვლელად გზის საპოვნელად, რაც შეიძლება აღარ გაჩნდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომავალში. ევროკავშირი ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო - 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოიაზრებს ისეთ პუნქტებს, როგორიც არის მედია პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია - ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ ეს არის თქვენი სტრატეგიული კომპასი, თუ ეს არის ის მიმართულება, საითაც გინდათ თქვენი ქვეყანა წავიდეს, მაშინ რეალურად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მიმართოს მთელი ყურადღება და რესურსები ამის აღსრულებაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძალისხმევას, მაგრამ ეს დამოკიდებულია აქ მყოფ ადამიანებზე“, - განაცხადა კარპენტერმა. კარპენტერის თქმით, საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი 2008 წელს და ის იმსახურებს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. „მე ვიცი, რომ საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, რადგან ისინი არიან ევროპულები, კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად როგორც დემოკრატია. ასე რომ ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამის მიღწევაში, მაგრამ მათ ასევე საკუთარ ხელში უნდა აიღონ სადავეები და უზრუნველყონ, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ იქნება გაშვებული,“ - განაცხადა კარპენტერმა.

კარპენტერი ფარცხალაძის შესახებ: ეს შეიძლება, განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს

მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ელჩმა ეუთოში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ სანქციების დაწესებას. ის მიიჩნევს, რომ „ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ". „მნიშვნელოვანი შემთხვევაა - აშშ ასანქცირებს კორუმპირებულ თანამდებობის პირებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ მავნე უცხოური გავლენის აგენტები, ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენისა. თუმცა, აგრეთვე ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონკრეტული პირი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, გენერალური პროკურორი იყო, თუ არ მეშლება, დაახლოებით ათი წლის წინ. ასე რომ, ეს ახლახან არ ყოფილა და ის სამთავრობო თანამდებობას იკავებდა გარკვეული ხნის წინ. და მაინც, ეს არის სასარგებლო შეხსენება იმისა, რომ ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ. ვფიქრობ, როცა საქმე ეხება საქართველოს, ეს საკითხი კვლავინდებურად რჩება პრობლემად, რომელიც უნდა აღელვებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქესაც, ვინც უცხოეთის მავნე გავლენას განიცდის. ეს შეიძლება განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს, როცა პოლიტიკაში ამ დონეზე ჩარევას ეხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხომ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელია," - განაცხადა კარპენტერმა. 

კარპენტერი ეუთოს მინისტერიალზე: ჩვენ ვგეგმავთ, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიაზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას

ეუთოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას შორის ინტერაქცია არ იქნება. „მსურს, ყურადღება გავამახვილო ეუთოში რუსეთის მონაწილეობაზე. ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე ინტერაქცია/ურთიერთკავშირი რუსეთთან. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვეულ საქმიანოას დავუბრუნდეთ ამ აგრესიის ფონზე, რომელმაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე უდიდესი სახმელეთო ომი. და ბოლოს, არ შეიძლება და არც მოხდება სისასტიკის ნორმად ქცევა. ბევრი რამ გაკეთდა რუსეთის სისასტიკის გამოსავლენად და მე ველი, რომ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობა იქნება მინისტრთა საბჭოს თემაც. მდივანს ექნება შესაძლებლობა ხაზი გაუსვას რამდენიმე საკვანძო გზავნილს. მდივანი, რა თქმა უნდა, განიხილავს აშშ-ის მტკიცე ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს გლობალურ კოალიციასთან, რომელშიც 50-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორია, რომელთა უმეტესობა ეუთოს მონაწილე ან პარტნიორი სახელმწიფოა, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსული აგრესიისა და ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის თავხედური მცდელობებისგან. შეერთებულმა შტატებმა თითქმის 75 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლიდან. ჩვენ ასევე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ეუთოს ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას. „მდივანი ბლინკენი დაესწრება მინისტერიალს, როგორც ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია, მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთ მაკედონიას ლიდერობისთვის, ამ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობისთვის, რომელიც უდავოდ ძალიან რთული წელი იყო. და როგორც ვთქვი, ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.